ქობულეთში მაშველებმა მოზარდი გადაარჩინეს. ვიდეო

ქობულეთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის ბიჭი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბიჭი ზღვაში იყო შესული და ძლიერი ტალღების გამო, ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ დღეს, 10 აგვისტოს, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: