7 წლის ჩემპიონი მედუზამ მოკლა

7 წლის მოცურავე გაია ტრიმარკი, რომელიც სხვადასხვა შეჯიბრებებში მრავალგზის გამარჯვებული იყო, ფილიპინებზე შხამიანმა მედუზამ მოკლა. ამის შესახებ Mirror იუწყება. გოგონა ზღვაზე ოჯახთან ერთად ისვენებდა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გაია ნიჟარების ამოსატანად ყვინთავდა. მას საშიში კუბომედუზა დაესხა თავს. გოგონას დედის თქმით, გაია ნაპირზე მეთევზეებმა გამოიყვანეს ნავით, თუმცა იქვე  არავინ იყო, ვისაც პირველადი დახმარების გაწევა შეეძლო.

გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას მწვავე ალერგიული რეაქცია განუვითარდა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

გაია ტრიმარკი მამი იტალიელი, ხოლო დედით ფილიპინელი იყო. მას ცურვაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული