„მორბენალთა ფაღარათის“ თაობაზე კონკრეტული მეცნიერული ახსნა არ არსებობს

სპორტულ ასპარეზობებს ხშირად ახლავს სხვადასხვა კურიოზები, თუმცა ამ მხრივ ფრანგი ოლიმპიელის ამბავი საკმაოდ  ორიგინალურია.

2016 წლის რიოს ოლიმპადაზე  სპორტული სიარულის ასპარეზობის მონაწილე ფრანგ ოლიმპიელს შეჯიბრის მსვლელობის დროს დიარეის შეტევა დაემართა, მაგრამ შეჯიბრი, როგორც ნამდვილ ჩემპიონებს შეეფერებათ, ისე გააგრძელა.

მისთვის ოლიმპიური მედალი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ტუალეტში გასვლა.

ფრანგი სპორტსმენი, სპორტულ სიარულში მოასპარეზე იოჰან დინი რიოში, 50 კილომეტრიან რეისზე ლიდერობდა, მაგრამ მოულოდნელად  წონასწორობა დაკარგა და მიწაზე დაწვა.

დინმა, რომელიც სპორტის ამ სახეობაში რეკორდსმენია, საბოლოოდ მოახერხა ფეხზე წამოდგომა, ასპარეზობა გააგრძელა და მერვე ადგილი დაიკავა. კამერები მაშინვე მიცვივდნენ სპორტსმენს, რათა დაედგინათ, თუ რა მოხდა და მომხდარი კადრზე აღებეჭდათ. აღმოჩნდა, რომ 38 წლის ოლიმპიელი დიარეისგან იტანჯებოდა.

გამომცხადებლებმა ეს ფაქტი “ნაწლავის პრობლემებად” მოიხსენიეს. მაგრამ ამ “პრობლემებმა” დინი ვერ შეაჩერა გაეგრძელებინა ასპარეზობა. მან ეკსკრემენტების გასაწმენდად ღრუბელი გამოიყენა და შეჯიბრი განაგრძო.

ერთ მომენტში იძულებული იყო გაჩერებულიყო, მაგრამ კანადელი სპორტსმენის, ევან დანფის გამხნევების შემდეგ,  სიარული გააგრძელა.

გრძელ მანძილზე სპორტული სიარულის სახეობაში ამგვარი შემთხვევები იშვიათი არ არის. სპორტულ სიარულში სპორტსმენების დაახლოებით 71 პროცენტს ემართება მუცლის სპაზმი და დიარეა, რასაც „მორბენალთა ფაღარათს“ უწოდებენ. ამის თაობაზე რაიმე კონკრეტული მეცნიერული ახსნა არ არსებობს, მაგრამ Mayo-ს კლინიკას რამდენიმე თეორია აქვს. ესენია შფოთვა, სტრესი და მონელების სიჩქარე.

Facebook Comments

ახალი დადებული