მაკა ბოცვაძე-საოცარი რამ მიამბო დღეს არაჩვეულებრივმა ადამიანმა

,,საოცარი რამ მიამბო დღეს არაჩვეულებრივმა ადამიანმა, თავის დროზე ცნობილმა სპორტსმენმა სამთო-სათხილამურო სპორტში და ბორჯომ-ბაკურიანის ხეობის ნამდვილმა მემატინემ, ოთარ გოცირიძემ.
ცემსა და სადგერს შორის არსებული მსუბუქი კონსტრუქციის ხიდი, რომელიც ბუნებრივად ერწყმის გარემოს და არ ფარავს ხედს, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაუპროექტებია გუსტავ ეიფელს. მასვე ეკუთვნის ბორჯომის პარკის ხიდების პროექტი, რომელთაგან ორი დღემდე შემორჩენილია.

ბავშვობიდან ლამის არც ერთი ზამთარ-ზაფხული გამიცდენია, მგონი აქაურობის ყველა კუთხე-კუნჭული მოვლილი მაქვს და არასდროს მსმენია ამის შესახებ, ვერც წარმოვიდგენდი, თუმცა ის კი მახსოვდა, რომ ეიფელის კოშკამდე, სწორედ ხიდების მშენებლობით გაითქვა სახელი ამ პატიოსანმა კაცმა.) 
ჩვენს კუდაბზიკობასაც რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა და გონივრულად გამოიყენებდა ამ ფაქტს თუნდაც ტურიზმის კუთხით.

როგორ მოხვდა გუსტავ ეიფელი საქართველოში შევეცდები უახლოეს მომავალში მოგიყვეთ, როცა ბაკურიანში წვიმა გადაიღებს, მე კი-ამ ხიდების ფოტოებს. ამასობაში აქაური ინტერნეტიც გამოკეთდება. მანამდე კი გიტოვებთ მრავალმხრივ საინტერესო კაცის და უკეთილშობილესი პიროვნების, ბატონ ოთარ გოცირიძის ფოტოს, რომელთანაც ყველას მოუხარია.”-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი მაკა ბოცვაძე

Facebook Comments

ახალი დადებული