ფოთში ზღვამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა

ფოთში, მშვიდობის ქუჩის ბოლოს ზღვამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა. იგი პროზექტურაშია გადასვენებული.

25 წლამდე კაცი, 11 აგვისტოს მალთაყვაში ზღვაზეზე დაიხრჩო. იგი რუსი ტურისტია და სანაპიროზე ახალგაზრდა ქალთან ერთად იმყოფებოდა. გუშინ, სამძებრო სამუშაოები უამინდობისა და შტორმის გამო შეჩერებული იყო.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული