ბათუმში „ქართული მარშის“ წევრები დიდგორობასთან დაკავშირებით აქციას მართავენ

ბათუმში, დიდგორობასთან დაკავშირებით, „ქართული მარშის“ წევრები მსვლელობას აწყობენ. მათ იმ ქუჩაზეც უნდა გაიარონ, სადაც თურქული კაფე-ბარებია გახსნილი.

შეკრებილები ბათუმში თურქული ინვესტიციების მომრავლებასაც აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აჭარაში ახალი მეჩეთი არ უნდა აშენდეს.

შეკრებულებთან ერთადაა „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე. მისი განმარტებით, დავით აღმაშენებლის ძეგლი აღმაშენებლის ქუჩის ნაცვლად, ვარდების სკვერში უნდა დაიდგას.

Facebook Comments

ახალი დადებული