ეგვიპტეში ეპისკოპოსის მკვლელობისთვის ბერი დააპატიმრეს

ეგვიპტელი ბერი ეპისკოპოსის მკვლელობისთვის დააპატიმრეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

64 წლის ეპისკოპოსი ეპიფანიუსი 29 ივლისს ვადი ნატრუნში, წმინდა მაკარის მონასტერში მოკლული იპოვეს.

მოგვიანებით, მონასტრის ერთ-ერთმა ბერმა პოლიციას უთხრა, რომ ეპისკოპოსს რკინის ხელკეტით სასიკვდილოდ სცემა.

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მონასტერში ქრისტიანი კოპტები მსახურობენ. კოპტები არიან ეგვიპტის მკვიდრი ქრისტიანები და ეს უდიდესი ეთნო-რელიგიური ჯგუფია ქვეყანაში.

Facebook Comments

ახალი დადებული

<