ზვიად ტომარაძე-მეგობრებო! დიდგორობას გილოცავთ სასიხარულო ინფორმაციით!

,,მეგობრებო! დიდგორობას გილოცავთ სასიხარულო ინფორმაციით! 
6 აგვისტოს ძალაში შევიდა ახალი კანონი! 
შარშან 30 მაისიდან მოყოლებული მე და ემზარ კვიციანი კანონპროექტით ვითხოვდით, რომ უცხოელებითვის გამკაცრებულიყო საქართველოს მოქალაქეობის მიღება. 
ერთწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო:
1.უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებისას არსებული 5 წლიანი უწყვეტად ცხოვრების ვადა გაიზარდა 10 წლამდე.
2. ფიქტიური ქორწინებების გამოსარიცხად არსებული 2 წლიანი ვადა გაიზარდა 5 წლამდე.
3. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას, სავალდებულო გახდა ქართული ენის და ისტორიის ცოდნა.
სექტემბრიდან ვიწყებთ ბრძოლას ბინადრობის უფლების “გაყიდვის” ასაკრძალად!!!
გააზიარეთ!

P.S. ამავე ცვლილებებით, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგულ პირებს ეძლევათ 2 წლიანი ვადა აღიდგინონ საქართველოს მოქალაქეობა, გარდა ამისა, მომავალში ვინც მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, საქართველოს მოქალაქეობას აღარ დაკარგავს.”-აცხადებს დემოგრაფიული საზოგადოების ხელძღვანელი ზვიად ტომარაძე

Facebook Comments

ახალი დადებული