გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 – 15 აგვისტოს თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 16 აგვისტოს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურას სინოპტიკოსები 13 – 15 აგვისტოს +26, +28 გრადუსს ვარაუდობენ, ხოლო 16 აგვისტოს ტემპერატურის +28, +30 გრადუსამდე მატებაა მოსალოდნელი.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 14 – 16 აგვისტოს მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება. ქვეყნის ტერიტორიის დანარჩენი რეგიონების მასშტაბით, იწვიმებს, ძირითადად, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
Facebook Comments

ახალი დადებული