დონალდ ტრამპს კარგად გამოძინება ურჩიეს

დონალდ ტრამპი ძალიან დაღლილი გამოიყურება და მას კარგად გამოძინება მოუხდება. ამის შესახებ ამერიკელმა იურისტმა და წამყვანმა ბენ სტაინმა განაცხადა. ინფორმაციას CBC News-ი ავრცელებს.

იურისტის თქმით, ბოლო დროს ყველაზე გულმხურვალე რესპუბლიკელებიც კი აღიარებენ, რომ პრეზიდენტი ბოლო დროს საკმაოდ უცნაურად იქცევა, ამისი მიზეზი კი „დროის სარტყლის არევაა“.

საიტონი აშშ-ის პრეზიდენტებთან რიჩარდ ნიქსონთან და ჯერალდ ფორდთან მუშაობდა,. მისი თქმით, ადრე არსებობდა წესი: პრეზიდენტები საზღვარგარეთ შეხვედრებზე 48 საათით ადრე ჩადიოდნენ, რომ მათ იმ ქვეყნის დროის სარტყელთან ადაპტაცია მოეხდინათ.

„თუმცა ამის შემდეგ უკვე გვყავს პრეზიდენტები, რომლებსაც თავი რემბო ჰქონიათ. გადმოვლენ თვითმფრინავიდან და მაშინვე მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან, მსოფლიო რომ შეცვალონ“, – ამბობს საიტონი.

იურისტი თვლის, რომ ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს და ტრამპს ურჩევს, რომ „სხვა ქვეყანაში ჩაფრენისას თვითმფრინავი სადმე მოშორებით დააპარკინგოს და ერთი დღე-ღამე მაინც გამოიძინოს“.

Facebook Comments

ახალი დადებული