ჯარი

დღეიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა იწყება

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1800 წვევამდელს გაიწვევენ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 1395-ს, შსს-ს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში 1370-ს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში 200-ს.

საშემოდგომო გაწვევა მიმდინარე წლის 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ამასთან ცნობილია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში საკანონმდებლო ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც წვევამდელებს ჯარის სანაცვლოდ სახანძრო მაშველებად სამსახურს შესთავაზებენ. საგანგებო ვითარებაში ახალგაზრდებს ქვეყნის სამსახურში ყოფნისგან მღვდელმსახურის საბუთი ვეღარ დაიცავს.

ქუთაისში გირჩის „ბიბლიური თავისუფლების“ გამო, საგაზაფხული გაწვევის დროს, 245 წვევამდელი  ვერ გაიწვიეს.

იგივე მოტივით ერთ წელიწადში სავალდებულო სამსახურს 4 ათასმა წვევამდელმა აარიდა თავი.

Facebook Comments