ეკვადორში ფეხბურთის ფანების ავტობუსის ავარიას 12 ადამიანი ემსხვერპლა

ეკვადორში, კლუბ Barcelona SC-ის გულშემატკივრებით სავსე ავტობუსი ქალაქ კუენკადან მოლეტუროსკენ მიდიოდა, რა დროსაც ავარია მოხდა, მანქანა გზიდან გადავარდა და შედეგად, ფეხბურთის 12 გულშემატკივარი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

შემთხვევისას 30 ადამიანი დაშავდა.

გულშემატკივრები ქალაქ კუენკაში „გუაიაკილისა“ და „დეპორტივო კუენკას“ დაესწრნენ და შინ ბრუნდებოდნენ.

დაღუპულთა ოჯახებს ეკვადორის ფეხბურთის ასოციაციამ მიუსამძიმრა.

Facebook Comments

ახალი დადებული