თურქეთში ლირის გაუფასურებაზე პოსტების გამო 346 მომხმარებელზე გამოძიება დაიწყო

Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთში გამოძიება დაიწყება სოციალური ქსელის იმ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც 7 აგვისტოს შემდეგ, სოციალურ ქსელში აქტიურად წერდნენ ლირის გაუფასურებაზე.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, მსგავსი საქციელი მოსახლეობაში პანიკის გამოწვევას ემსახურება, რაც ეკონომიკისთვის ზიანის მომტანია. თურქეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ლირის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ყველა ზომას მიმართავს. ცენტრალური ბანკის განცხადებით, უზრუნველყოფილი იქნება ბანკების ლიკვიდურობა.

თურქეთის ცენტრალური ბანკის ამ განცხადებამდე ლირა დოლართან მიმართებაში 9%-ით იყო გაუფასურებული, ხოლო უკვე დღეს დილით – 6%-ით.

Facebook Comments

ახალი დადებული