პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში ყველა პოლიციელი ბიულეტენზეა

პოლონეთში, ქალაქ კამენ-პომორსკიში ყველა პოლიციელი ერთდროულად გავიდა ბიულეტენზე. მიზეზი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას სამართალდამცველების გაადღლაა. ინფორმაციას პოლიციის პროფკავშირებზე დაყრდნობით პორტალი onet-ი ავრცელებს.

„ეს არ არის პროტესტი, შექმნილი სიტუაცია მხოლოდ იმის ბრალია, რომ პოლიციელები გადაიღალნენ. ისინი დიდი ხნის განმავლობაში სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგაც მუშაობდნენ. პოლიციის კადრების ნაკლებობა ქვეყნის სხვა ქალაქებშიცაა“, – ამბობენ პოლიციის პროფკავშირებში.

Facebook Comments

ახალი დადებული