სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლარის კურსი 2.62-ს ლარს აღწევს

თბილისში, სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლარის კურსი 2.57-2.62 ლარის ფარგლებში მერყეობს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

კომერციულ ბანკებში კი, ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის უფრო დიდი სხვაობაა. „თიბისი ბანკში“ დოლარის გაყიდვა 2.55 ლარად, ყიდვა კი, 2.65 ლარად არის შესაძლებელი. „საქართველოს ბანკში“ დოლარის გაყიდვის კურსი 2.56 ლარია, ყიდვის კი, 2.66 ლარი.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი 17 საათისთვის გამოქვეყნდება. პარასკევს, 10 აგვისტოს დადგენილი კურსით კი, დოლარის ფასი 2.5339 ლარია.

ლარის კურსის ვარდნას ექსპერტები საგარეო ფაქტორებს უკავშირებენ – თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურებას.

Facebook Comments

ახალი დადებული