ანგელა მერკელი საქართველოს მომდევნო კვირას ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს მომდევნო კვირას ეწვევა.

მისი თქმით, ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხრიდან, იმ ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი. აღსანიშნავია, რომ კანცლერის ბოლო ვიზიტი საქართველოში განხორციელდა 10 წლის წინ და ვფიქრობ, რომ დღეს, დროის თვალსაზრისით, გერმანიის კანცლერის ვიზიტს აქვს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე და იმგამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია გერმანიის მხარდაჭერა, მათ შორის ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციის გზაზე არისძალიან მნიშვნელოვანი”,-აღნიშნა ზალკალიანმა.

ზალკალიანის განცხადებით, ქართული მხარე უაღრესად დიდი მნიშვნელობას ანიჭებს გერმანელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას და მუდმივ რეჟიმში მუშაობს იმაზე, რომ საქართველო იყოს მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა.

„გერმანიას აქვს მუდმივი დიალოგი სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და აქტორებთან და ამიტომ იმისხაზგასმა, რომ სხვა გლობალურ პრობლემებთან ერთად, საქართველოს უკავია მნიშვნელოვანი ადგილი გერმანიის დღის წესრიგში, არის ჩვენთვის უაღრესად ფასეული“ – განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, კანცლერის საქართველოში შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში.

Facebook Comments

ახალი დადებული