აშშ-ში ცოლთან ჩხუბის შემდეგ კაცმა ვერტმფრენი გაიტაცა და თავის სახლს შეეჯახა

იუტას შტატის ქალაქ პეისონში ოჯახური კონფლიქტი ავიაკატასტროფის მიზეზი გახდა. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.

ცოლთან კონფლიქტის შემდეგ განაწყენებულმა კაცმა მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ადგილობრივი აეროდრომიდან გაიტაცა და საკუთარ სახლს განგებ შეეჯახა.

შეჯახებისას თვითმფრინავი აფეთქდა, სახლს კი ცეცხლი გაუჩნდა. კატასტროფის შედეგად კაცი ადგილზევე დაიღუპა, მისი ოჯახის წევრები კი არ დაშავებულან.

Facebook Comments

ახალი დადებული