საფრანგეთში ტურისტი სანაპიროზე ქვიშაში ამოთხრილ ორმოში დაიხრჩო

საფრანგეთის კურორტზე 21 წლის ტურისტმა ქვიშაში ორმო ამოთხარა, ჩაწვა, თუმცა ამოსვლა ვერ მოასწრო, როდესაც ტალღამ გადაუარა. ამის შესახებ Local-ი წერს.

შემთხვევა ნუარმუტეს კუნძულის სანაპიროზე მოხდა. როგორც გამოცემა წერს, ტურისტმა საკმაოდ ღრმა ორმო ამოთხარა და მოულოდნელად მოსული ტალღის დროს იქიდან ამოსვლა ვერ მოახერხა.

ნათესავები ბიჭის ამოყვანას შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. ადგილზე მისულმა მაშველებმა ტურისტის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

Facebook Comments

ახალი დადებული