სახურავზე ჩარჩენილმა თუთიყუშმა მეხანძრეებს აგინა და გაფრინდა

ლონდონში თუთიყუშმა, სახელად ჯესი, სახლის სახურავზე გაიჭედა, რის გამოც მის დასახმარებლად მეხანძრეები გამოიძახეს. თუმცა მოულოდნელად ფრინველმა მათ აგინა. ამის შესახებ Metro წერს.

როდესაც ერთ-ერთი მაშველი კიბით სახურავზე ავიდა და თუთიყუშს მე შენ მიყვარხარ უთხრა (მას დაარიგეს, რომ ამ სიტყვებით თუთიყუშს მიიჩვევდა), თუთიყუშმა იგივე სიტყვებით უპასუხა, შემდეგ კი შეაგინა.

ჯესი სახლიდან გაიპარა და მეზობლის სახლის სახურავზე 3 დღე იჯდა. პატრონებმა მისი სახურავიდან ჩამოსვლაზე დათანხმება ვერ შეძლეს, რის გამოც მეხანძრეები გამოიძახეს.

Facebook Comments

ახალი დადებული