აშშ-ში, ორეგონში მომხდარ ავარიას 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7 ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. დაღუპულთა შორის, 5 ბავშვია. ამის შესახებ Foxnews-ი წერს.
29 წლის ერიკა ბოკუე Toyota 4Runner-ს მოდელის ავტომობილით ლას ვეგასისკენ მიდიოდა, რა დროსაც ავტომობილს ამავე მარკის მანქანა შეეჯახა.
Toyota 4Runner-ით ბოკუესტან ერთად, მისი სამი შვილი, ერთი ნათესავი და მისი ორი შვილი მგზავრობდა.
გარდაიცვალა მეორე ავტომობილის მძღოლიც.
Facebook Comments