ბავშვმა ნებართვის გარეშე სათამაშოებში ასობით დოლარი დახარჯა

აშშ-ის შტატ იუტაში პატარა გოგომ ინტერნეტში სათამაშოების საყიდლად რამდენიმე ასეული დოლარი დახარჯა. ამის შესახებ Buzzfeed News იუწყება.

დედამ 6 წლის კეიტლინს დაბადების დღეზე, ინტერნეტ მაღაზია „ამაზონზე“  თოჯინა ბარბის ყიდვის ნება დართო. თუმცა როდესაც ბავშვი კომპიუტერთან მარტო დარჩა, მომენტით ისარგებლა და შეკვეთას კიდევ ბევრი სხვადასხვა სათამაშო დაამატა.

დედამ ამის შესახებ მხოლოდ მეორე დღეს შეიტყო, როდესაც Amazon-ის ფურგონი სახლთან მივიდა და  მძღოლმა  ყითების ჩამოტვირთვა დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, ნაყიდი ნივთების სია 3 ფურცელს შეადგენდა.

მშობლებმა გოგონა დასაჯეს და ერთი თვით კომპიუტერთან მიახლოება აუკრძალეს, ყველა ნივთი კი, ბარბის გარდა,  ამაზონს უკან დაუბრუნეს.

 

Facebook Comments

ახალი დადებული