გენუაში ხიდის ჩანგრევას ქართველები გადაურჩნენ

Nusagi

იტალიის ქალაქ გენუაში, ხიდის ჩამონგრევას ქართველები გადაურჩნენ. როგორც პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ გვითხრა, მასთან პორტოფინოში , რომელიც ტრაგედიის ადგილიდან 15 წუთის სავალზეა, სან რემოდან ქართველი სტუმრები მემგზავრებოდნენ და სწორედ ამ ხიდზე უნდა გადასულიყვნენ.

„მანქანაში ზალიკო ბერგერი და ვასიკო თედორაშვილი ისხდნენ ბავშვთან ერთად. სან რემოდან პორტოფინოში მოსახვედრად სწორედ ეს ხიდი უნდა გამოევლოთ, თუმცა დიდ საცობში მოხვდნენ, რომელიც როგორც შემდეგ შეიტყეს, სწორედ ხიდის ჩანგრევის გამო შეიქმნა. აქ ერთი ქალი გავიცანით, რომლის შვილსაც იგივე გზა უნდა გაევლო , ძალიან ვინერვიულეთ, სანამ  დედამ შვილთან დაკავშირება მოახერხა“,-გვითხრა ნატო დუმბაძემ. მისივე თქმით, იტალიაში ხიდის ჩანგრევის სხვადასხვა ვერსიებს ასახელებენ. მათ შორის მეხის დაცემასაც.

„20 დღის განმავლობაში საშინელი სიცხეები იყო, წუხელ ძლიერი წვიმა წამოვიდა. ზოგი ამბობს, რომ დაინახა, როგორ დაეცა ხიდს მეხი. ხელისუფლება კი ტრაგედიის მიზეზად ხიდის მიმდინარე  მომსახურებაში სერიოზულ ნაკლოვანებებს ასახელებს.  ეს იყო 100 მეტრი სიმაღლის ძალიან გრძელი ხიდი, რომელიც მთელ ლიგურის სანაპიროს მიყვება და მონაკომდე ჩადის. აეროპორტამდეც სწორედ ეს ხიდია გასავლელი. შესაბამისად, საკმაოდ დატვირთული იყო. ქვემოთ რკინიგზა და საცხოვრებელი სახლებია. როგორც ამბობენ, ხიდი ცოტა ხნის წინ გაარემონტეს, თუმცა ნგრევის ერთ-ერთ მიზეზად საყრდენი კონსტრუქციის ჩამოშლაც სახელდება”,-გვითხრა ნატო დუმბაძემ.

შეგახსენებთ, სამშაბათს, 14 აგვისტოს დილით, ძლიერი წვიმის დროს, იტალიის ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 30-ზე მეტი ადამიანი. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: