ინდონეზიელი დედა 2 წლის შვილს იმით ამშვიდებდა, რომ სიგარეტს აწევინებდა

2 წლის ინდონეზიელმა ბიჭმა რაპი ანანდა პამუნგკასმა სიგარეტის მოწევა ორი თვის წინ დაიწყო. თავიდან ბავშვი სიგარეტის ნამწვებს ბაზრობაზე აგროვებდა, სადაც დედამისი ვაჭრობდა. უფროსი ბიჭები კი მას ნამწვზე ცეცხლის მოკიდებაში ეხმარებოდნენ. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

მალე პატარა ინდონეზიელი სიგარეტს უკვე გამვლელებს სთხოვდა, რომლებიც მას ხშირად სიგარეტს იმიტომ აძლევდნენ, რომ ენახათ როგორ ეწეოდა 2 წლის ბავშვი.

ახლა დედა თავად ყიდულობს სიგარეტს შვილისთვის. „სიგარეტი რომ არ ვუყიდო, ის შეიძლება გაგიჟდეს“, – ამბობს დედა.

Facebook Comments

ახალი დადებული