კახა კალაძე: წერეთლის გამზირზე სასტუმროს მშენებლობის ჩვენს მიერ გაცემული ნებართვა გავაუქმეთ

წერეთლის გამზირზე სასტუმროს ადგილზე რეკრიაციული ზონა მოეწყობა. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ მშენებლობის ნებართვა ჩვენი გაცემული იყო, მაშინ ახალი მოსულები ვიყავით, გაიპარა. არ უნდა გაცემულიყო ეს ნებართვა. ჩვენ ვიღებთ შეცდომას და შენიშვნას, ნებართვა გაუქმებულია. მოლაპარაკებები გვქონდა კერძო მესაკუთრესთან და შევთანხმდით, რომ ადგილმონაცვლეობას გავუკეთებდით. ამ ადგილას კი მოუწყობა მწვანე სივრცე“, – განაცახდა კალაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული