კულინარია

ოლიმპიური ათლეტები ძალიან ბევრს ჭამენ – შეჭამდით რაიან ლოხტის 10 000 კალორიან ყოველდღიურ „დიეტას“?

როგორ ფიქრობთ, გაქვთ იმის მონაცემები, იყოთ ოლიმპიური მჭამელი? გამოცემა UZZ FEED აქვეყნებს ვარიაციებს დღეში 10 000 კალორიანი კვებისთვის,  რომელიც სამ ჯერზე იყოფა 3000 კალორიად, ამას დამატებული 1000 კალორიანი წახემსება.

დილა მშვიდობისა!

საუზმის ვარიანტები: 4 ჭიქა ბერძნული იოგურტი (მაღალცხიმიანი), 2 ჭიქა დაჭრილი ბანანი, 3 ჭიქა მოცხარი, 1 ჭიქა შვრიის ფაფა, 4 სადილის კოვზი არაქისის კარაქი, 1/2 ჭიქა ქიშმიში და Venti Starbucks-ის ყავა ლატე (3 069 კალორია).

10 ეგოს ვაფლი 5 სადილის კოვზი ნეკერჩხლის სიროფით და 5 სადილის კოვზი კარაქით, 5 კვერცხისგან მომზადებული ომლეტი ¾ ჭიქა ჩედერის ყველით და 10 ნაჭერი ბეკონი (3 010 კალორია).

ნიუ იორკული ბლინები (4 ცალი), 4 სადილის კოვზი ბლინების სიროფი, ქათმის სტეიკი 2 კვერცხით და ძეხვის სოუსით(2 910 კალორია).

ლანჩის ვარიანტები: ორი ხორცის ღვეზელი ტორტილათი, სტეიკი, ბარბაკოა, თეთრი ბრინჯი, შავი ლობიო, ფახიტას ბოსტნეული, ახალი პომიდვრის სალსა, არაჟანი, ყველი, გუაკამოლე და სალათის ფურცლები (2 880 კალორია).

10 ნაჭერი ინდაური ხორბლის პურთან და 5 ნაჭერ ჩედარის ყველთან, ერთი ავოკადო, 5 ნაჭერი პომიდორი, 2 ვაშლი, 18 კრეკეტი და საოცარი მწვანე ჯამბას წვენი (2 844 კალორია).

მაკდონალდსის ლანჩი: ორმაგი ბურგერი ხორცით და ყველით, დიდი კარტოფილით, 10 პაკეტი კეტჩუპი, დიდი კოლა, 3 ვაშლის ნამცხვარი და M & M Mcflurry (3 030 კალორია).

სადილის ვარიანტები: ფილეს სტეიკი, დიდი გამომცხვარი კარტოფილი 3 სადილის კოვზი კარაქით და 3 სადილის კოვზი არაჟნით, 4 ჭიქა ბროკოლი ერთი ჭიქა მდნარი ჩედარის ყველით და 3 ჭიქა წითელი ღვინო (2 955 კალორია).

ერთი დიდი (8 ნაჭერი) Papa John-ის პიცა ყველით, პეპერონით, ხორცის ბურთებით, ძეხვით, სოკოთი, წიწაკით და ხახვით (3040 კალორია).

ორი ყუთი Annie’s Four Cheese Mac and Cheese, 1 ჭიქა ბარდა, 4 ჭიქა ბროკოლი, ერთი მთლიანი გრილზე შემწვარი ქათამი (2970).

და წახემსება შუაღამისას: ერთი ჭიქა Ben & Jerry-ს ნაყინი (1 080 კალორია). 10 მოცარელას ჯოხი (1080 კალორია). 1 ½ ჭიქა ჰუმუსი, 2 დიდი აჰავა და 15 სტაფილოს ჩხირი (995 კალორია).

Facebook Comments