სალომე ზურაბიშვილი ბოდიშს იხდის

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტების მისამართით გამოთქმულ რეპლიკას ხუმრობას უწოდებს.

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა “ტვ პირველის” ეთერში იმედი გამოთქვა, რომ მისი რეპლიკა მედიამ სწორად აღიქვა და სერიოზულად არ მიიღო.

“ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება. არ ვიყოთ ძალიან სერიოზულები ყოველთვის. ეს იყო ხუმრობა, იმედი მაქვს არ მიიღეთ სერიოზულად. თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

,,ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ”- ასე უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ავლაბრის რეზიდენციაში შესვლას.

აღნიშნულის გამო პოლიტიკოსი საჯარო სივრცეში გააკრიტიკეს.

Facebook Comments

ახალი დადებული