არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა

არდაიცვალა მომღერალი არეტა ფრანკლინი. ის 76 წლის იყო. ამის შესახებ Associated Press-ი Twitter-ზე იუწება. სააგენტოს ცნობით, ის დეტროიტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

13 აგვისტოს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამძიმდა.

2010 წელს ფრანკლინს სიმსივნე დაუდგინეს. მომღერალი ბოლოს საზოგადოების წინაშე 2017 წლის ნოემბერში, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე წარდგა. ფონდი ელტონ ჯონმა დააარსა.

2008 წელს ჟურნალმა Rolling Stone-მა ფრანკლინი ისტორიის უდიდეს მომღერლად დაასახელა.

Facebook Comments

ახალი დადებული