ბრაზილიაში ცნობილი პლასტიკური ქირურგი მკვლელობისთვის დააკავეს

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში დააკავეს ქვეყნის ყველაზე ცნობილი პლასტიკური ქირურგი, 45 წლის დენის ფურტადო, მეტსახელად Dr Bumbum-ი დააკავეს. ამის შესახებ BBC წერს.

კაცი 46 წლის ქალს, ლილიენ კალიქსტოს დუნდულების გასადიდებლად, ოპერაციას უტარებდა, რა დროსაც ქალი ცუდად გახდა.

ოპერაცია ფურტადოს სახლში ტარდებოდა. ქირურგს ოპერაციაში დედა, მეგობარი გოგო და დამლაგებელი ეხმარებოდნენ.

პაციენტის ცუდად გახდომის შემდეგ, ის საავადმყოფოში თავად ქირურგმა წაიყვანა, თუმცა ქალი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ამის შემდეგ პლასტიკური ქირურგი გაუჩინარდა ის პოლიციამ მხოლოდ 4-დღიანი ძებნის შემდეგ დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ქირურგმა ნივთიერება PMMA გადაჭარბებული დოზით გამოიყენა. ბრაზილიის პლასტიკური ქირურგიის საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გასცა გაფრთხილება, რომ არ შეიძლებოდა ამ ნივთიერების გამოყენება ესთეტიკური მიზნებისთვის, თუმცა მისი გამოყენება კანონით არაა აკრძალული.

გამოძიება ქირურგს პაციენტის მკვლელობას ედავება. ექიმს ჰქონდა დედაქალაქში, ბრაზილიაში და გოიასის შტატში მუშაობის ლიცენზია, თუმცა არ ჰქონდა დიო დე ჟანეიროში მუშაობის უფლება.

დენის ფურტადოს 9 ათასზე მეტი პლასტიკური ოპერაცია აქვს ჩატარებული და ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქირურგი იყო.

ბრაზილია, აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, სადაც ყოველწლიურად, ყველაზე მეტი პლასტიკური ოპერაცია ტარდება. 2017 წელს აქ 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა სცადა ქირურგიული ჩარევით გარეგნობის გაუმჯობესება.

Facebook Comments

ახალი დადებული