“ველმონდის” დირექტორი საგანგებო სიტუაციების სამსახურს თხოვნით მიმართავს

სასტუმრო “ველმონდის” ადმინისტრაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თხოვნით მიმართავს.

“ველმონდის” გენერალური დირექტორის ალპერ პინარის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხვალ სასტუმროს დაუხურავენ, მათ წარმოდგენა არ აქვთ, სად წაიყვანონ ამ დროისთვის სასტუმროში მყოფი პირები.

სასტუმროს ადმინისტრაცია ამბობს, რომ 43 რეკომენდაციიდან მათ 30 უკვე შეასრულეს.

“ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურთან. მინდა გითხრათ, რომ სამსახურმა ძალიან კარგად, იცის რომ 43-დან 30 რეკომენდაცია შევასრულეთ და მზად ვართ, დანარჩენი ხარვეზებიც გამოვასწოროთ. იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკება შედეგიანი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სეზონის პიკზე ამგვარი გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება არა მარტო სასტუმროს, არამედ მთელი დაქართველოს იმიჯზეც. მოლაპარაკების შედეგებს აუცილებლად გაცნობებთ. იმ შემთხვევაში, თუ სასტუმროს გაჩერება მოგვიწევს, არ ვიცით სად განვათავსებთ სტუმრებს, მოგეხსენებათ, ძალიან დატვირთულები ვართ, მინდა მივმართო საგანგებო სიტუაციათა სამსახურს, რომ გაითვალისწინოს ეს გარემოება. უსაფრთხოების წესებს რომ ვიცავთ, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ყველა ტურისტული სააგენტო, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს, დეტალურად გაეცნო აქ არსებულ სიტუაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურისტებს არ გამოაგზავნიან. ჩვენ მზად ვართ, ყველას ვაჩვენოთ სად რა გავაკეთეთ და ვამბობ, რომ დარჩენილ ხარვეზებსაც გამოვასწორებთ”- განაცხადა “ველმონდის” გენერალურმა დირექტორმა ალპერ პინარმა.

Facebook Comments

ახალი დადებული