თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი იხსნება

17 აგვისტოს თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნება, რომელაც საქართველოს მოქალაქეებისთვის დოკუმენტების გაფორმების პროცესი უნდა დააჩქაროს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებს სექციის საკონსულო განყოფილებებში რიგში დგომა აღარ მოუწევთ. ამასთან, ოფიციალური სტრუქტურის გახსნის შემდეგ შემცირდება თაღლითობის რისკები, როდესაც გარკვეული პირები დიდი თანხის სანაცვლოდ ვიზის მსურველებს საკონსულო მომსახურებას სთავაზობენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურეს. უწყების განმარტებით, ის კერძო კომპანიაა და მათთან არანაირი კავშირი არა აქვთ.

13 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინმა განაცხადა. რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში არსებულ რუსეთის ინტერესების სექციის ირგვლივ სიტუაცია გაუარესებულია. ამის შესახებ კარასინმა რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ივ როსიესთან შეხვედრისას ისაუბრა.

კარასინის თქმით, საქართველოში გაზრდილია რუსეთის ვიზებზე მოთხოვნა, რითაც ადგილობრივი კრიმინალური ელემენტები სარგებლობენ და გამდიდრებას ცდილობენ.

Facebook Comments

ახალი დადებული