კორეელ ქალს ფილტვიდან კალმის თავი ამოუღეს

49 წლის კორეელმა ქალმა ექიმებს მას შემდეგ მიმართა, რაც მან მუცელში ტკივილი იგრძნო. რენტგენზე გაშუქებისას პაციენტის მარჯვენა ფულტვში უცნობი საგანი გამოჩნდა. ოპერაციის შემდეგ კი ფილტვიდან კალმის თავი ამოიღეს. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

მოგვიანებით ქალმა გაიხსენა. რომ კალმის თავი 9 წლის ასაკში შემთხვევით გადაეყლაპა. მაშინ ექიმებმა ორგანოების დათვალიერებისას ვერაფერი იპოვეს და დაასკვნეს, რომ გადაყლაპული ნივთი გარეთ ბუნებრივი გზით გამოვიდა. როგორც გაირკვა, კალმის თავი ფილტვში მოხვდა, რაც წლების განმავლობაში ხველის მიზეზიც გახდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

Facebook Comments

ახალი დადებული