მეტეოროლოგი განმარტავს, რას ნიშნავს ბათუმის ცაზე გავრცელებული სტრატოკუმულუსის ღრუბელი

ორი დღეა ბათუმში  სტრატოკუმულუსის (Stratocumulus) სახეობის ღრუბლების მასები ვრცელდება. ინფრომაციას „აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე განმარტავს, რომ ეს არის საერთაშორისო ღრუბლების ატლასში შესული ერთ-ერთი ლამაზი სახეობა. ის დედამიწის ზედაპირთან ახლოს მყოფი ღრუბელთა ნაკადია, რომელიც გადაჭიმულია ვრცელ მანძილზე და ხშირ შემთხვევაში მზის ჩასვლისას წარმოიქმნება.

ასევე, მისთვის დამახასიათებელია ღრუბელის უწყვეტი ფენა, რომელსაც სხვადასხვანაირი ფორმა აქვს. ის შესაძლოა იყოს, ფერადიც და მუქი ნაცრისფერიც, წარმოშობის ადგილის მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება. მას ზოგჯერ თან ახლავს მცირე ინტენსივობის წვიმა, თუმცა ის იმეტესად ანტიციკლონის გამყარების დროს წარმოიქმნება, რომელიც კარგი ამინდს განაპირობებს.

მისივე თქმით, ლამაზი ღრუბლების ნახვა მომდევნო დღეებშიც იქნება შესაძლებელი.

Facebook Comments

ახალი დადებული