მექსიკელმა სტუდენტებმა ქალებისთვის ელექტროშოკიანი ქურთუკები შექმნეს

მექსიკაში მცხოვრებმა ოთხმა სტუდენტმა, ანაიდ პარა კეიროსმაესტრელა გომესმაჯივან პარკმა და გვადაუპე მარტინესმა შექმნეს ქურთუკი, რომელიც ქალს თავდამსხმელისგან დაიცავს. ამის შესახებ BBC წერს.

ქურთუკს, თავდამსხმელისთვის, სახელოებზე დამონტაჟებული ფარული სადენებით, ელექტროშოკული დარტყმის მიყენება შეუძლია.

მისი მართვა კი, ქურთუკის შიდა მხარეს დამონტაჟებული ღილაკითააშესაძლებელი. სტუდენტები ამბობენ, რომ ქურთუკის შექმნის იდეა მათ ქვეყანაში ქალების გაუპატიურების ხშირი შემთხვევების გამო გაუჩნდათ.

სტუდენტები გეგმავენ, ქურთუკების გაყიდვა დაიწყონ. თითო ქურთუკის გაყიდვას 50 დოლარად აპირებენ.

Facebook Comments

ახალი დადებული