ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ელენა შუშუნოვა მოულოდნელად გარდაიცვალა

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რუსი ტანმოვარჯიშე ელენა შუშუნოვა 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ტასს-ი“ იუწყება.

სპორტული ტანვარჯიშის რუსეთის ფედერაციის პრეს-ატაშეს თქმით, ჯერჯერობით უცნობია გარდაცვალების მიზეზი. „გუშინ ელენა მისმა დამ წაიყვანა საავადმყოფოში, სადაც ღამით გარდაიცვალა. ექსპერტიზის პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის,.

წინასწარი მონაცემებით, სპორტსმენი პნევმონიის გართულების შედეგად დაიღუპა”,-განაცხადა ელენა მიხაილოვამ. ელენა შუშუნოვა 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ორგზის ოქროს მფლობელია.

ის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულია.

Facebook Comments

ახალი დადებული