სუსში მალხაზ მაჩალიკაშვილის ექვსსაათიანი გამოკითხვა დასრულდა

თითქმის 6 საათის განმავლობაში პასუხობდა დღეს გამოძიების კითხვებს მალხაზ მაჩალიკაშვილი. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეში დღეს მეორედ დაიბარეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მაჩალიკაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მისი ადვოკატები კი ამბობენ, რომ კითხვები მალხაზ მაჩალიკაშვილის კონკრეტულ ადამიანებთან კავშირს შეეხებოდა.

უფლებადამცველების თქმით, გამოკითხვის დროს ნახსენები იყო აჰმედ ჩატაევის, თამაზ მარგოშვილისა და რუსლან ალდამოვის გვარები.

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ სუსი მაჩალიკაშვილისთვის ქვეყნიდან გასვლაში ხელის შეშლას ცდილობს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა 31 მაისს აქციაზე განაცხადა, რომ მას და ასეულობით ადამიანს დაგეგმილი ჰქონდათ სუსში თავის აფეთქება, თუმცა მოგვიანებით, განმარტა, რომ აღნიშნული განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა.

Facebook Comments
%d bloggers like this: