სერგეი შამბა: საქართველოსთან დიალოგის დაწყება შესაძლებელია

“საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ლიდერი ვიყავი, მაგრამ დიალოგზე საუბარი პირველმა დავიწყე”- ამის შესახებ აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ პრემიერმინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და დეპუტატმა სერგეი შამბამ რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მას საქართველო მტრად არ მიაჩნია, რადგან იქ მეგობრები ჰყავს.

„დიახ, გვქონდა ეთნიკური კონფლიქტიც, მაგრამ დიდწილად ეს პოლიტიკური კონფლიქტი იყო.მე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა როგორმე დიალოგი დავიწყოთ და ერთობლივ მომავალზე ვიფიქროთ, იმ გაგებით, რომ მეზობელი ერები ვართ და ჩვენი მეზობლობა ჩვენი ბედისწერაა“-განაცხადა ექს დე ფაქტო პრემიერმა.

შამბა მიიჩნევს, რომ  საქართველოსთან დიალოგის დაწყება შესაძლებელია.

“ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ შევძლებდით საქართველოსთან მოლაპარაკებას, ვფიქრობდით, რომ ურთიერთობის რაღაც ფორმაზე მოვილაპარაკებდით. ფედერაციული ურთიერთობისთვის ვიყავით მზად. მოლაპარაკებების პროცესში განვიხილავდით კონფედერაციის ვარიანტიც. ევგენი პრიმაკოვის შუამდგომლობით განიხილებოდა “ერთობლივი სახელმწიფოს” ვარიანტიც. ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, თუმცა ქართული მხარე ყველაფერზე უარს ამბობდა. ახლა უკვე ძალიან გვიანია. დრო შეიცვალა. ახლა მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებაზე შეიძლება საუბარი”-აღნიშნა შამბამ.

Facebook Comments

ახალი დადებული