Black Sea Arena-ზე ნანი ბრეგვაძის და კრის ბოტის კონცერტი იმართება

Black Sea Arena-ზე ნანი ბრეგვაძის და კრის ბოტის საღამო იმართება. შემოქმედებითი საღამო მომღერალმა იმ ხელოვანებს მიუძღვნა, რომელთაც მის კარიერაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. საღამოს მთავარი სტუმარი ამერიკელი მესაყვირე კრის ბოტია. მასთან ერთად კი მსმენელის წინაშე ნინო ქათამაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე და სტეფანე მღებრიშვილი გამოდიან.

საღამოს აკომპანირებას ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით უწევს.

Facebook Comments

ახალი დადებული