არწივისებრი მზერა რომ დაინახა, ეგონა ქალს წავართმევდი და სასწრაფოდ წაიყვანა

Nusagi

ძველი მოცეკვავე ვარ და როგორც ქართულ ცეკვას შეეფერება, ქალს  არწივისებრად შევხედე და გამოვიცეკვე. მის თანმხლებ მამაკაცს კი ალბათ შეეშინდა, ეგონა წავართმევდი და სასწრაფოდ წაიყვანა იქიდან. მეც დავლურით გავაცილე, – ამის შესახებ „ინფო ფოსტალიონს“  მიხეილ ცილიკიშვილმა უამბო, რომელიც განახლებულ აღმაშენებელზე გადაღებული ვიდეოს ერთ-ერთი გმირია.

საუბარია სოციალურ ქსელში  გავრცელებულ ვიდეოზე, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ გამოიცეკვა ჩოხაში გამოწყობილმა ქართველმა მამაკაცმა ფარანჯაში ჩაცმული უცხოელი ქალი. ვიდეო „ფეისბუქზე“ რამდენიმე დღეში უამრავმა ადამიანმა  ნახა და 230 ათასზე მეტმა გააზიარა.

-ვიდეო 12 აგვისტოსაა გადაღებული. დილიდან დიდგორობა აღვნიშნეთ ომის ვეტერანებმა და ჩოხოსნებმა, შემდეგ განახლებულ აღმაშენებელზე, ქართულ რესტორანს ვესტუმრეთ და  მოვიგონეთ წინაპრები.

-დიდგორობის აღსანიშნავად ეს ქუჩა  იმიტომ აირჩიეთ, რომ  ბევრი თურქული და ირანული რესტორანია?

-არა, იმიტომ ავირჩიეთ, რომ დიდგორის ბრძოლა აღმაშენებელმა მოიგო.

-ჩადრიანი ქალი რატომ გამოიწვიეთ საცეკვაოდ, მოგეწონათ, თუ ეს მასპინძლის ჟესტი იყო, პატივისცემის ნიშანი?

-იმ დღეს ბევრი ვიდეოები გადაიღეს.  არის ვიდეო, სადაც ქართველი ქალიც გამოვიწვიე და ვიცეკვეთ. ფარანჯიანს რაც შეეხება,  როგორ უნდა მომწონებოდა,  შავი სამოსელის გარდა არაფერი დამინახავს. უბრალოდ, შევამჩნიე, რომ დაინტერესდა ჩემი ცეკვით და მობილურით მიღებდა. გამოვიცეკვე, რომ გამელამაზებინა მისი გადაღებული კადრები და მერე თავის ქვეყანაში სხვისთვისაც ენახვებინა, როგორ ვცეკვავთ ქართველები.  როგორც ქართულ ცეკვას შეეფერება, არწივისებრი მზერა ვესროლე, თუმცა მის თანმხლებს ეტყობა შეეშინდა, ეგონა წავართმევდი, მოკიდა ხელი და სასწრაფოდ გაარიდა იქაურობას. მეც გავაცილე დავლურით.

-საქართველოში ბევრს არ მოსწონს ასეთი ჩაცმული უცხოელების მომრავლება, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ?

-მე სტუმრის წინააღმდეგი არ ვარ. როგორც უნდათ ისე ჩაიცვან და იარონ, თუმცა  როცა აქ სახლდებიან და მერე თავინთ წესებს, ქუჩებს ქმნიან, არ მომწონს. სტუმარი ვიცი 3 დღე, 5 დღე, ერთი კვირა.. მაგრამ როცა 300 ათასი ირანელი მოქალაქეობის მაძიებელია, ამის წინააღმდეგი ვარ. ეს ქვეყანა ჩვენი სპატრონოა და არა მათი.

 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: