ახმეტის მუნიციპალიტეტში კაცმა თავი მოიკლა

ახმეტის მუნიციპალიტეტში 31 წლის კაცმა თავი მოიკლა. შემთხვევა სოფელ ზემო ალვანში გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცმა სუიციდი სანადირო თოფის გასროლით განახორციელა.

მათივე თქმით, თვითმკვლელობის მიზეზი ფსიქიკური აშლილობა გახდა.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

Facebook Comments

ახალი დადებული