ილონ მასკი: ტვიტის დაწერისას დაბოლილი არ ვიყავი

ილონ მასკი ამბობს, რომ Tesla-ს კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის შესახებ Twitter-ზე პოსტის გამოქვეყნებისას ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა. ამის შესახებ მასკმა The New York Times-თან საუბრისას თქვა.

მასკმა 7 აგვისტოს Twitter-ზე დაწერა, რომ მსურველს Tesla-ს თითო აქციას $420 მიჰყიდის და მიანიშნა, რომ მსურველები უკვე გამოჩდნენ. ამასთან, ის  იმედოვნებს, რომ Tesla-ს დღევანდელი ინვესტორები კომპანიაში დარჩებიან.

ამან სოციალური ქსელების მომხმარებლები გაამხიარულა, რადგან, ჩრდილოეთ ამერიკაში ტერმინი 4/20 მარიხუანის მოწევის მალულად მისათითებლად იყენებენ. (მაგალითად, ისეთი ტერმინი, როგორიცაა „420-თან მეგობრული“ თუ წერია ბინის გამქირავებელთა განცხადებებში, ეს მიუთითებს, რომ ამჟამინდელი მცხოვრებლები ტოლერანტულები არიან მარიხუანის მწეველებთან).

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინის წარმოშობის მრავალი განსხვავებული თეორია არსებობს, საყოველთაოდ მიღებული ვერსიით, 1971 წელს მოზარდთა ჯგუფი სან-რაფაელის საშუალო სკოლიდან (კალიფორნია) სკოლის შემდეგ 4:20 საათზე იკრიბებოდა მარიხუანის მოსაწევად ლუი პასტერის ქანდაკებასთან. შემდეგ ეს ტერმინი ამ ჯგუფის მისალმებაც იყო: „420 Louis!“. ტერმინი პოპულარული გახდა გვიან 1980-იან წლებში გახდა.

მასკის ტვიტს სერიოზული გამოხმაურება მოწყვა; კომპანიის აქციების ფასი 11 %-ით გაიზარდა, თუმცა შემდეგ მათი ფასი 7%-მდე დაეცა. მასკის პოსტით აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაც დაინტერსდა, თუმცა ყველაზე რეზონანსული მაინც პოსტში „420-ის“ გამოყენება გახდა.

„ტვიტის დაწერისას დაბოლილი არ ვყოფილვარ. მოსაწევი შრომისუნარიანობისთვის სასარგებლო არაა“ – თქვა Tesla-ს ხელმძღვანელმა.

Facebook Comments

ახალი დადებული