მამუკა ბახტაძე ლარის კურსის ცვლილებას ეხმიანება

მთავრობის ამოცანაა, იყოს ყველაზე ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და მეორეს მხრივ, გარე ფაქტორების მიმართ ქვეყანაში მოწყვლადობის დონე შემცირდეს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება ლარის კურსს და ეროვნული ბანკის ქმედებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა გამოიჩინა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი.

ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ ყველაზე ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და მეორეს მხრივ, გარე ფაქტორების მიმართ ქვეყანაში მოწყვლადობის დონე აუცილებლად შევამციროთ.

ეს ორივე ამოცანა არაა ადვილი, მაგრამ არის ურთიერთთავსებადი. ბევრი არგუმენტი მომისმენია, რომ ამ ორივე მიზნის მიღწევა წარმოუდგენელია, რაც რეალობას არ შეესაბამება და რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, ამის ძალიან კარგი მაგალითია“, – განაცხადა პრემიერმა.

მანამდე, ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს. დოკუმენტში საუბარია ლარი-დოლარის ნომინალურ გაცვლით კურსზეც.

Facebook Comments

ახალი დადებული