მარკიზიომ იუვენტუსი დატოვა

ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ „იუვენტუსი დატოვა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სად გააგრძელებს ფეხბურთელი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია. გასულ სეზონზე მარკიზიომ „იუვენტუსის“ მაისურით ყველა ტურნირში მხოლოდ 20 შეხვედრა ჩაატარა. ტურინულ კლუბთან ერთად მას იტალიის ჩემპიონატი 7-ჯერ, იტალიის თასი 4-ჯერ, სუპერთასი კი 3-ჯერ აქვს მოგებული. იტალიის ნაკრებში მარკიზიოს 55 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.

Facebook Comments

ახალი დადებული