რას ამბობენ თვითმხილველები, რომლებმაც ზუზუ ბეჟაშვილის ცხედარი იპოვეს

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. მიმდინარეობს მეზობლების გამოკითხვა.

მსახიობი გარდაცვლილი დოლიძის №16-ში, სადარბაზოს ლიფტში იპოვეს. ერთ-ერთმა ადგილობრივმა ღამით გამოიძახა ლიფტი და როცა კარი გაიღო, ცხედარი სწორედ მან ნახა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო და საპატრულო პოლიცია.

თვითმხილველები, რომლებიც ფატს შეესწრნენ, ამბობენ, რომ მსახიობს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.

მსახიობი ამ მისამართზე არ ცხოვრობდა. თუმცა ადგილობრივები ვერ აკონკრეტებენ, ვისთან იყო ზუზუ ბეჟაშვილი სტუმრად.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, სსსკ 115-ე მუხლით დაიწყო.

Facebook Comments

ახალი დადებული