პუტინი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილში კაზაკების ანსამბლს ჩაიყვანს

Nusagi

რუსეთის პრეზიდენტი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარინ კნაისელის ქორწილში მიემგზავრება და თან დონის კაზაკთა ანსმბლი მიჰყავს. ამის შესახებ გამოცემა OO Nachrichten იუწყება.

გამოცემის ცნობით, კაზაკთა გუნდის 10 წევრი საზეიმო ცერემონიის სტუმრებს ტრადიციულ ხალხურ სიმღერებს შეუსრულებს.

ერთ-ერთი ვერსიით, კაზაკების გამოსვლა შესაძლოა, პუტინის საჩუქარი იყოს ახალდაქორწინებულებისთვის.

პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი უარს ამბობს, გაამხილოს, რა მიაქვს რუსეთის პრეზიდენტს 53 წლის კნაისელისთვის ქორწილის საჩუქრად.

ოთხშბათს, 15 აგვისტოს, ავსტრიულმა გაზეთმა Kronen Zeitung მკითხველს რუსეთის ლიდერის ვიზიტის შესახებ აუწყა. პუტინი ავსტრიაში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ, ბერლინიდან გაემგზავრება და საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილს დაესწრება. მოგვიანებით ინფორმაცია პესკოვმაც დაადასტურა.

ცერემონიაზე ასევე მიპატიჟებული არიან ცნობილი ავსტრიელი პოლიტიკოსები, მათ შორის ავსტრიის ფედერალური კანცლერი სებასტიან კურცი.

 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: