ტაილანდის მღვიმიდან გამოყვანილ ბავშვებს სახელმწიფომ ბინები გადასცა

Nusagi

ტაილანდის მღვიმიდან გამოყვანილი ბავშვების და მათი მწვრთნელის ოჯახებს სახელმწიფომ საჩუქრად ბინები გადასცა. ამის შესახებ ტაილანდური მედია იუწყება.

გავრცელებული ცნობით, 12-ვე ფეხბურთელი და მათი 25 წლის მწვრთნელი ყველაზე ღარიბი უბნის მცხოვრებლები იყვნენ.  მშობლების თქმით, ოჯახები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ და ბავშვების უმეტესობას მობილურიც კი არასდროს ჰქონია.

როგორც გაირკვა, სამ ბავშვს, ასევე მათ ახალგზარდა მწვრთნელს ტაილანდის მოქალაქეობაც კი არ ჰქონდათ. ისინი იმ მომთაბარე ტომების წარმომადგენლები არიან, რომლებიც ტაილანდის, ბირმის, ჩინეთისა და ლაოსის საზღვარზე ცხოვრობენ და არც ერთი ქვეყნის მოქალაქეებად არ გააჩნიათ. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო დიდი ხანია შეშფოთებას გამოთქვამს 480 ათასზე მეტი ასეთი ადამიანის  ბედის გამო.

ტაილანდის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამ ბავშვს და მათ მწვრთნელს ტაილანდის  მოქალაქეობა მიენიჭა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები საზეიმოდ გადაეცა.

„ახლა ყველა მათგანს „აიფონი“ აქვს და ახალი ბინები. ბავშვებს უცხოეთში იწვევენ, მღვიმეში ყოფნის დროს კი ინტერნეტიც კი გაუყვანეს, რომ ფეხბურთის ჩემპიონატისთვის ეყურებინათ“,-წერს ტაილანდური პრესა.

შეგახსენებთ, ტაილანდის გამოქვაბულში საფეხბურთო გუნდის 12 წევრი და მათი მწვრთნელი წყალდიდობის დროს ჩარჩნენ და გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. ბავშვები მყვინთავებმა მღვიმეში 10 დღის შემდეგ იპოვეს. მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე დღე მიმდინარეობდა, რა დროსაც ერთი მაშველი დაიღუპა. ბავშვების გამოყვანის სპეცოპერაციას 3 დღე დაჭირდა და წარმატებით დასრულდა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: