ბახმარო ტრადიციული დოღისთვის ემზადება

19 აგვისტოს კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2018“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები მიიღებენ.

ორგანიზატორების თქმით, წელს დოღი გურიაში განსაკუთრებულად მასშტაბური და სანახაობრივი იქნება. სამზადისი უკვე მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები ბახმაროსთვისდამახასიათებელ კულტურულ თავისებურებებს გაეცნობიან.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან წყაროს წყალი “ბახმარო” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი “წყალი მარგებელი“. დოღის გამართვაში მონაწილეობს გურიის მუნიციპალიტეტი. საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ღონისძიების ფარგლებში 4 გარბენი მოეწყობა.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.

ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩასული 50-ზე მეტი ცხენოსანი მონაწილეობდა.

Facebook Comments

ახალი დადებული