გიორგი უძილაური-ვისაც არ მოსწონს ეს ირანული კანონი ნუ ჩავა ირანში ხომ?…

,,მომეწონა ჩვენი საგარეოს და შსს-ს ოპერატიული რეაგირება ირანის საპროტესტო ნოტაზე.
ირანს არ მოეწონა, როცა თბილისის აეროპორტში, საზღვარზე გადმოსვლისას ირანელ ტურისტებს ჰიჯაბის მოხსნა სთხოვეს მესაზღვრეებმა. საგარეომ და შსს-მ მოკვლევა ჩაატარეს და ვერ აღმოაჩინეს ვერც მართლსაწინააღმდეგო და ვერც რელიგიის შემბღალავი ქმედება, რაც აცნობეს კიდეც ირანს.
მიხარია, ასეთ მომენტებში იმის შეგრძნება რომ საქართველოს აქვს ღირსება და იცავს არა მხოლოდ საკუთარ მესაზღვრეებს, არამედ კონსტიტუციას, კანონს, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტსაც.

ცოტა თავხედურია ირანისგან, ჰიჯაბის მოხსნაზე თითი უქნიოს საქართველოს, მაშინ როცა თავის ტერიტორიაზე ჩასულ ყველა ქალს ავალდებულებს ირანში ყოფნის განმავლობაში, თავსაბურავით იარონ. 
ვისაც არ მოსწონს ეს ირანული კანონი ნუ ჩავა ირანში ხომ? ხოდა, საქართველოს თავისი კანონები აქვს და აქ საჭიროა საქართველოს კანონების პატივისცემა ყველას მხრიდან”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  გიორგი უძილაური

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: