ინდოეთში წყალდიდობამ სულ მცირე 324 ადამიანი იმსხვერპლა

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ისე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ სულ მცირე 324 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

ქვეყნის სამხრეთში მდებარე შტატ კერალაში, სადაც სტიქია მძვინვარებს ქვეყნის პრემიერმინისტრი  ჩავიდა.

ასევე წყალდიდობამ 223,000 ათასზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.

უამინდობის გამო, 20 აგვისტომდე დაიკეტა ინდოეთის ყველაზე დატვირთული, კოჩის საერთაშორისო აეროპორტი. დახურულია კერალას 14 დასახლების ყველა სკოლა, ზოგ რეგიონში კი, უსაფრთხოების ზომების დაცვისთვის, ტურისტების მიღება აკრძალეს.

კერალაში მიედინება 44 მდინარე, რომელიც არაბეთის ზღვაში ჩაედინება. მათ ადიდებას ყოველწლიურად ათობით ადამიანი ეწირება.

შტატში განგაშის უმაღლესი, წითელი დონეა გამოცხადებული. სტიქიური უბედურების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, კერალას შტატში ძლიერი წვიმა კიდევ სამ დღეს გაგრძელდება.

Facebook Comments

ახალი დადებული