რუსული პრესა- ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ქორწილში პუტინი უნდა ამუშაონ

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისელმა განაცხადა, რომ საკუთარ ქორწილში აპირებს, რუსეთის პრეზიდენტთან სამუშაო საუბარი გამართოს.

ამის შესახებ ავსტრიის საგარეო უწყებაში არსებულ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ტელეკომპანია ORF აცხადებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც 53 წლის საპატრაძლოს მისამართით ვლადიმერ პუტინის დაპატიჟების გამო,ავსტრიელ პოლიტიკოსთა ნაწილმა მწვავე კრიტიკა გამოთქვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პუტინი კნაისელის ქორწილში დონის კაზაკთა ანსამბლის თანხლებით ჩავა. კარინ კნაისელი 18 აგვისტოს ბიზნესმენ ვოლფგანგ მაილენგერზე ქორწინდება. რუსეთის პრეზიდენტი ცერემონიას პატარძლის მიპატიჟებით დაესწრება.

Facebook Comments

ახალი დადებული