ქორწილში პუტინის დაპატიჟების გამო, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს გადადგომას ურჩევენ

ევროპარლამენტის დეპუტატი მიშელ რაიომონდის განცხადებით ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი, ქორწილში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიპატიჟების გამო უნდა გადადგეს. მისი თქმით, თუ მინისტრი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მაშინ ფედერალურმა კანცლერმა უნდა მოსთხოვოს პრეზიდენტს მისი გადაყენება. ამის შესახებ დეპუტატი Twitter-ზე წერს. ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა Austria-netz.com-ი ავრცელებს.

‏კარინ კნაისლმა პუტინი თავის ქორწილში ვენაში კრემლის ლიდერის ბოლო ვიზიტისას დაპატიჟა.

53 წლის კნაისლი ბიზნესმენ ვოლფგანგ მაილინგერზე დღეს, 18 აგვისტოს ქორწინდება.

Facebook Comments

ახალი დადებული